IDS Borjomi Georgia არის მინერალური წყლის კომპანია, რომელიც აწარმოებს მინერალურ და ცქრიალა წყალს სახელწოდებით „ბორჯომი“ და „ლიკანი“. ადრე პროფკავშირი არსებობდა IDS ბორჯომ საქართველოში, მაგრამ ის არ იცავდა დასაქმებულთა შრომით უფლებებს და იყო ე.წ. ყვითელი პროფკავშირი.


2018 წელს ახალი თავმჯდომარის არჩევის შემდეგ შეიქმნა სტრატეგია, რის მიხედვითაც ყვითელი გაერთიანებები მებრძოლი გაერთიანებებით შეიცვალა. ეს შეეხო ბორჯომის პროფკავშირსაც და ორგანაიზინგის შედეგად 2020 წელს შეიქმნა სრულიად ახალი, ძლიერი პროფკავშირი, რომელიც მათ მიიღეს თავიანთი შრომითი უფლებების დასაცავად საჭირო ცოდნა და განათლება.
2021 წლის 18 მაისს IDS ბორჯომში მუშათა შრომითი უფლებების, ხელფასების ზრდისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად 9 დღიანი გაფიცვა დაიწყო და 26 მაისს კონკრეტული შედეგებით დასრულდა; შეიცვალა მენეჯმენტი და გაიზარდა ხელფასები 30-40, ზოგიერთ შემთხვევაში 100 პროცენტით. 2022 წელს უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად, კომპანიამ განაცხადა, რომ ძველ პირობებში მუშაობას ვერ გააგრძელებს და თანამშრომლებისთვის ხელფასები უნდა შეემცირებინა. გარდა ამისა, კომპანია „ბორჯომის“ მფლობელი, მიხეილ ფრიდმანი, რუსეთის უმდიდრესი კაცთაგანი და ვლადიმერ პუტინის უახლოესი თანამოაზრე, მოხვდა დასავლეთის მიერ სანქცირებული პირების პირველ სიაში უკრაინაში კრიმინალურ შეჭრაში თანამონაწილეობის გამო. კომპანიის მიერ ხელფასების შემცირების არგუმენტებიდან ის იყო, რომ ფრიდმანისა და კომპანიის ანგარიშები დააყადაღეს. კომპანიამ, მათზე დაწესებული სანქციების გამო, თვითნებურად შეუწყვიტა თანამშრომლებს არსებული შრომითი ხელშეკრულებები და მოითხოვა ახალი ხელშეკრულების გაფორმება, რომლის მიხედვითაც ბორჯომში თანამშრომლები ხელფასს გაანახევრებდნენ და აუარესებდნენ სამუშაო პირობებს, რასაც ბრძოლის შედეგად ზუსტად ერთი წლის წინ მიაღწიეს. აღსანიშნავია ისიც, რომ ახალ კონტრაქტში არ იყო მითითებული ხელშეკრულების მოქმედების ვადები, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსი ოლიგარქის სანქციების გამო ბორჯომის კეთილსინდისიერ მუშებს ნებაყოფლობით უწევდათ ისედც მცირე ხელფასის განახევრება განუსაზღვრელი ვადით.
ბორჯომის თანამშრომლები არ დათანხმდნენ მსგავს პირობებს, თუმცა მათ გაიაზრეს თავიანთი სოციალური პასუხისმგებლობისა და კომპანიის წინაშე არსებული სირთულეები, შედეგად დამსაქმებელს განიცხადეს, რომ მზად იყვნენ გაეფორმათ ახალი კონტრაქტი, თუ ის მხოლოდ სამი თვის ვადით იქნებოდა მოქმედი. მუშები ასევე მზად იყვნენ აღნიშნული სამი თვიდან ექვს თვემდე გაეზარდათ, თუ დასავლეთი არ მოხსნიდა სანქციებს ფრიდმანისთვის კონტრაქტის ვადის ამოწურვის დროისთვის.
თუმცა, IDS Borjomi-ის ხელმძღვანელობამ უარი თქვა თანამშრომლების შეთავაზებაზე, რაზეც ბორჯომის თანამშრომლების ნაწილმა (400-დან 250-მა მუშაკმა) უარი თქვა ახალი ხელშეკრულების გაფორმებაზე. ამის შემდეგ მინერალური წყლების კომპანია IDS ბორჯომი საქართველომ 49 თანამშრომელი გაათავისუფლა. ეს გათავისუფლებული თანამშრომლები იყვნენ მათ შორის, ვინც უარი თქვა ხელშეკრულების გაფორმებაზე და ყველაზე აქტიური იყო 2021 წლის გაფიცვის დროს. თანამდებობიდან გაათავისუფლეს ბორჯომის პირველადი პროფკავშირის თავმჯდომარე ცოტნე კიკნაძე და კომიტეტის წევრები. კომპანია ცდილობდა და დღემდე აგრძელებს ხალხის დაშინებას, მუქარას და შანტაჟს, რათა ხელი მოეწერათ კაბალისტურ პირობებს. გარდა ამისა, მიგვაჩნია, რომ კომპანიამ წინასწარ დაგეგმა თანამშრომლების უფლებების შეზღუდვა და ბოლო სამი თვის განმავლობაში ქარხანა დატვირთულ რეჟიმში მუშაობდა. შექმნა დიდი მარაგი და ახლა ცდილობს საზოგადოებას დაანახოს, რომ ქარხანა აღარ ფუნქციონირებს, თუმცა მარაგი სავსეა და ბორჯომის წყალი თავისუფლად იყიდება.
ყველა იმ დასაქმებულს, ვინც ახალ კონტრაქტს არ მოაწერა ხელი, IDS ბორჯომმა ბოლო ორი თვის ხელფასი არ გადაუხადა. საპასუხოდ, „ბორჯომის“ თანამშრომლებმა კომპანიასთან მედიაციის პროცესი დაიწყეს, რომელშიც მონაწილეობა მიიღო სახელმწიფოს მიერ დანიშნულმა მედიატორმა, მაგრამ 21-დღიანი შუამავლობა წარუმატებელი აღმოჩნდა. მუშებმა ისარგებლეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გაფიცვის უფლებით და 2022 წლის 31 მაისს სრულად გაიფიცნენ . დღეს ყველა გაფიცულია, ისინიც, ვინც ახალ კონტრაქტზე ხელი მოაწერეს და ისინიც, ვისაც არ მოუწერია. IDS ბორჯომის ორივე ქარხანა გაფიცვის დღიდან სრულად დაიხურა.
აღსანიშნავია ისიც, რომ IDS ბორჯომი პროფკავშირების დემონტაჟსა და დისკრედიტაციას ცდილობს. უკვე მე-4 თვეა, რაც თანამშრომლების საწევრო გადასახადს არ ახორციელებენ, რამაც პროფკავშირს სერიოზული ფინანსური პრობლემები შეუქმნა.
გაფიცვის პარალელურად პროფკავშირმა ბორჯომის წინააღმდეგ 49 თანამშრომლის გათავისუფლების გამო სასამართლო პროცესი დაიწყო.

ბორჯომის მუშების მოთხოვნებია: - უკანონოდ გათავისუფლებული 49 თანამშრომლის უპირობო აღდგენა. - ძველ კონტრაქტებზე დაბრუნება. - ვადიანი შრომითი ხელშეკრულებების შეცვლა უვადო ხელშეკრულებით, რაც განსაზღვრულია საქართველოს მოქმედი შრომის კოდექსით. - ორი თვის დაურიცხავი ხელფასების დარიცხვა. - ყველა აუთსორსინგის თანამშრომლის ხელშეუხებლობა, ვინც სოლიდარობა გამოუცხადა გაფიცვას. -კოლექტიური მოლაპარაკების ხელშეკრულების გაფორმება. - იმ ადმინისტრაციული პერსონალის გათავისუფლება ვინც შემჩნეულია შანტაჟსა, მუქარისა და დისკრიმინაციაში. - 3 თვის ჩაურიცხავი საწევრო ანარიცხების ჩარიცხვა. - ხელფასების მატება.
ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და გვჯერა, ამ ბრძოლაშიც გავიმარჯვებთ!

ბორჯომის დასაქმებულები არიან ლაბორის წევრები.
გაფიცულებს იურიდიულ დახმარებას უწევს პროფკავშირების გაერთიანების იურისტი თამარ სურმავა.

Pin It